თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს

თურქეთმა კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - დაიწყო მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთში გარემოს დაცვის სტანდარტების ზრდას. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, ოლი რენმა თქვა, „თურქეთის მატარებელი ლიანდაგზეა და მოძრაობსო.“ გარემოს შესახებ მოლაპარაკება ერთ-ერთია იმ 35-დან, რომელიც თურქეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურად მოთხოვნამდე უნდა დასრულდეს. რვა საკითხი გაყინულ მდგომარეობაშია კვიპროსთან თურქეთის კონფლიქტის გამო. გარემოს დაცვის ევროპულ სტანდარტებტან დასაახლოვებლად თურქეთს რამდენიმე ახალი კანონის მიღება დასჭირდება.