მედვედევი თურქმენეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი დღეს თურქმენეთში ჩადის თურქმენეთის გაზის მიწოდების განახლებაზე მოსალაპარაკებლად. აპრილში მოხდა აფეთქება გაზსადენზე, რომლითაც თურქმენეთის გაზი რუსეთისკენ მიდიოდა. თურქმენეთმა რუსეთის ”გაზპრომი” დაადანაშაულა ამ ინციდენტში - რომ მას სურდა ბუნებრივი აირის შემცირება მაშინ, როცა ევროპაში გაზზე ფასმა დაიწია. თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ”ფრანს პრესს” განუცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოაწერენ ხელს შეთანხმებას ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების თაობაზე.