რუსეთთან ავიარეისების განახლებაში საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობს

რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლების პროცესში საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებას კერძო კომპანია აწარმოებს და მასში სახელმწიფო ჩართული არ არის. სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა მოსკოვმა დაბლოკა და თავადვე უნდა გახსნას. მისივე შეფასებით, ავიამიმოსვლის განახლება კარგი იქნება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მგზავრობის სხვა გზებიც არსებობს.