მოსკოვის მერმა დღეს განაცხადა, რომ ქუთაისში დანგრეულ მემორიალს ”პოკლონნაია გორა”-ზე აღადგენენ. იური ლუჟკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ პუტინის დავალებით, ამ საკითხზე მოსკოვის მთავარი არქიტექტორი და რუსეთის კულტურის სამინისტრო მუშაობენ. ლუჟკოვი ვარაუდობს, რომ კონკრეტული ადგილი ხვალისთვის შეირჩევა. მოსკოვის მერის განცხადებით, თანხმობის შემთხვევაში, მემორიალის აღსადგენად მის ავტორს მიიწვევენ.