ჰანსიორგ ჰაბერი რუსეთს აკრიტიკებს

რუსეთი ბოლომდე არ ასრულებს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის, ევროკავშირის შუამავლობით დაიდო. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტედ პრესს განუცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს დღემდე არ დაუბრუნებია ჯარები იმ პოზიციებზე, რომლებზეც ისინი ომის დაწყებამდე იმყოფებოდნენ. ამას გარადა, ისინი უარს ამბობენ, დაუშვან ევროკავშირის დამკვირველები აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე, - აცხადებს ჰანსიორგ ჰაბერი.