იაკობაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიას პარლამენტში წარადგენს

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ხუთშაბათს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას წარადგენს. ეს დოკუმენტი 21 დეკემბერს უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე იყო განხილული.