რუსეთი ვერტმფრენმზიდის შესასყიდად რამდენიმე ქვეყანასთან მართავს მოლაპარაკებებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფრანგული ვერტმფრენმზიდის ”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვს ჯერჯერობით არ მიუღია. ამასთან, ”როსიისკაია გაზეტა”-სთან ინტერვიუში ანატოლი სერდიუკოვმა აღნიშნა, რომ უნივერსალური გემის შეძენის შანსი საკმაოდ დიდია და საფრანგეთთან მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობს. სერიდიუკოვმა დაადასტურა, რომ მსგავსი სამხედრო ტექნოლოგიების შესასყიდად რუსეთი მოლაპარაკებას სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს.