იემენში საავიაციო იერიშის შედეგად მოკლულია ალ-ყაიდის 30 მებრძოლი

იემენში საავიაციო იერიშის შედეგად ალ-ყაიდის 30 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ ცნობას იემენის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათი თქმით, დარტყმა განხორციელდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე შაბვას პროვინციაში, სადაც მებრძოლები ალ-ყაიდის ორ ლიდერთან ერთად შეიკრიბნენ.