რუსეთმა გამოსცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა

რუსეთმა წარმატებით გამოსცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროის შეიქმნა. ორენბურგის ოლქიდან გაშვებულმა რაკეტამ (RS-20V) გაანადგურა 6,5 ათასი კილომეტრის მოშორებით, კამჩატკის ნახევარკუნძულზე განლაგებული სამიზნე. 1988 წელს შექმნილ რაკეტას შეუძლია 10 ბირთვული ქობინის 11 ათას კილომეტრზე გადატანა.