ბეთლემში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ათასობით ქრისტიანი მომლოცველი ჩავიდა ქალაქ ბეთლემში, ქრისტიანთა რწმენით იესო ქრისტეს დაბადების ადგილას, შობის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით. ისრაელმა პალესტინელ ქრისტიანებს 300 ცალი, 24-საათიანი ნებართვა გამოუყო ჰამასის მმართველობის ქვეშ მყოფი ღაზის სექტორის დატოვებისა და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლემში ჩასვლისთვის. სულ ბეთლემში 5,000-მდე პილიგრიმს ელოდნენ. დღესასწაულის აღნიშვნა კულმინაციას შუაღამის წირვაზე აღწევს - მსახურება იმართება ეკლესიაში, რომელიც იმ ადგილას დგას, სადაც, ქრისტიანული რწმენით, საქონლის სადგომი ის გამოქვაბული მდებარეობდა, რომელშიც იესო ქრისტე დაიბადა.