თურქმენეთში რამდენიმე პოპულარული ინტერნეტ-რესურსი დაიბლოკა

თურქმენეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რამდენიმე პოპულარული ინტერნეტ-რესურსი. ცნობას ამის თაობაზე დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო Ferghana.ru ავრცელებს. ქვეყანაში მოქმედმა ერთადერთმა ინტერნეტ-პროვაიდერმა „თურქმენტელეკომმა“ მომხმარებლისთვის მიუწვდომელი გახადა ვიდეორესურსი YouTube და ბლოგერებისთვის განკუთვნილი Livejournal-ი. ამას გარდა, სააგენტოს ცნობით, ასევე ჭირს იმ კერძო საიტებზე შეღწევა, რომლებიც განთავსებულია საზღვარგარეთ მდებარე სერვერებზე.