კათოლიკე ქრისტიანები დღეს შობას აღნიშნავენ

დასავლელი ქრისტიანები დღეს შობას აღნიშნავენ. „ქალაქს და ქვეყნიერებას“ - ამ ტრადიციული მიმართვით მორწმუნეებს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მიმართა. სერიოზული ინციდენტი მოხდა ღამის საზეიმო ღვითსმსახურებისას. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრისკენ მიმავალ პაპს თავს დაესხა ქალი, რომელმაც პაპათან ერთად წააქცია ფრანგი კარდინალი. პაპი არ დაშავებულა, ხოლო ფრანგ კარდინალს ფეხი აქვს მოტეხილი. დაცვამ მოახერხა თავდამსხმელის დაკავება. გავრცელებული ცნობით, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობის მქონე ქალი, შარშანწინაც ცდილა პაპზე თავდასხმას.