აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეიწყალა ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტი, რომელიც, ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, მისი კრიტიკული სტატიების გამო დააპატიმრეს. მუსფიყ ჰუსეინოვი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ამნისტირებულ 99 პირს შორის არის. ჰუსეინოვს 2008 წელს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღების ბრალდებით.