პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში დღეს აფეთქება მოხდა

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში დღეს აფეთქება მოხდა. დაიჭრა 19 ადამიანი. აფეთქების მიზეზი უცნობია. აფეთქების ადგილის სიახლოვეს შიიტი მუსულმანები რელიგიურ რიტუალს ასრულებდნენ. მას მერე, რაც ოქტომბერში მთავრობამ თალიბების წინააღმდეგ საიერიშო კამპანია დაიწყო, პაკისტანში მეამბოხეების თავდასხმებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.