საფრანგეთში გარდაიცვალა კოსმეტიკური საქონლით მოვაჭრე სახელმოხვეჭილი კომპანიის დამაარსებელი ივ როშე

საფრანგეთში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა კოსმეტიკური საქონლით მოვაჭრე სახელმოხვეჭილი კომპანიის დამაარსებელი ივ როშე. ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა კორპორაციას, რომელიც მის სახელს ატარებდა. კომპანია 1959 წელს დაარსდა საფრანგეთში. ივ როშეს ნათესავებს სამძიმარი გამოუხატა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.