შობის ღამის ინციდენტის შემდეგ რომის პაპი პირველად გამოჩნდა ვატიკანის გარეთ

რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე დღეს პირველად გავიდა ვატიკანის გარეთ, შობის ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ - როცა, გავრცელებული ცნობებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალი წმინდა პეტრეს ტაძარში აღმართულ ღობეს გადაახტა, პაპს სამოსზე დაეჭიდა და წააქცია. 82 წლის პაპმა დღეს რომში ღარიბებთან ერთად ისადილა, გაძლიერებული დაცვის თანხლებით. დღესვე ვატიკანის სასამართლომ განაცხადა, რომ ინციდენტის მომხდენ ქალს, 25 წლის სუსანა მაიოლოს - რომელიც შვეიცარიის და იტალიის მოქალაქეა - „რამდენიმე კვირაში გაასამართლებს.“ ამჟამად მაიოლო ფსიქიატრიულ კლინოკაში რჩება.