პრაიმერის შესახებ კონსულტაციები დაიწყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პრაიმერის ჩატარების ინიციატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვა სუბიექტებთან კონსულტაციები დაიწყეს. პარტია ”საქართველოს გზის” თავმვჯდომარესთან კონსერვატიული და ხალხის პარტიების და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების შერჩევას მხარს უჭერს, თუმცა, უშუალოდ პრაიმერში მონაწილეობას არ აპირებს.