დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთში უვიზო რეჟიმი დაწესდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა სამთავრობო შეთანხმების პროექტს, რომელიც მოსკოვის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთთან მოქალაქეთა მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს. რუსეთის მთავრობის სახელით ცხინვალთან შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.