თეირანის ქუჩებში მთავრობის მომხრეების მანიფესტაცია გაიმართა

თეირანის ქუჩებში გამოსულმა მთავრობის ათასობით მომხრემ გაკიცხა რეფორმისტების მიერ გასულ კვირაში მოწყობილი საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა. მოკლულთა შორისაა ოპოზიციის ლიდერის მირ ჰოსეინ მუსავის ძმისშვიმლი, რომელიც 30 დეკემბერს დაკრძალეს. ოფიციალური მონაცემებით, კვლავ პატიმრობაში რჩება დემონსტრაციის მსვლელობისას დაკვებული 300-მდე ადამიანი.