ლიტვაში ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს დახურავენ

დღეს, შუაღამის დადგომამდე ერთი საათით ადრე ლიტვაში დაიხურება ბალტიის ქვეყნებში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური. იგნალინას სადგური ლიტვის ელექტრონერგიის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული ბირთვული ელექტროსადგურის დახურვა ლიტვის ევროპის კავშირში მიღების ერთ-ერთი პირობა იყო. სპეციალისტების აზრით სადგურის დახურვის შემდეგ ლიტვაში ელექტროენერგიის ფასები გაიზრდება და ქვეყანა უფრო დამოკიდებული გახდება რუსულ ენერგომატარებლებზე.