ავღანეთში მოიტაცეს ორი ფრანგი ჟურნალისტი და მათი თარჯიმანი

ორი ფრანგი ჟურნალისტი გაიტაცეს ავღანეთის აღმოსავლეთში, პროვინცია კაპისაში. ფრანგებთან ერთად დაკარგულად ითვლება ორი ავღანელი, მათ შორის ჟურნალისტების თარჯიმანიც. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა, ავღანეთში ფრანგ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რეპორტიორები 30 დეკემბერის შემდეგ არავის უნახავს. სავარაუდოდ, ფრანგი ჟურანლისტების გატაცება თალიბების მიერაა ორგანიზებული.