ყაზახეთი ეუთოს მორიგე თავმჯდომარე გახდა

ყაზახეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც 1 იანვრიდან ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. ეუთო, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში მსოფლიოში უდიდესი რეგიონული ორგანიზაციია, 56 ქვეყანას აერთიანებს და მოიცავს ტერიტორიას ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ეუთოს უფლებამოსილებაში შედის შეიარაღებაზე კონტროლი, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების დაცვა, სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.