საფრანგეთში 30 შედევრი მოიპარეს

სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთი კერძო სახლიდან 30-მდე ფერწერული ტილო, მათ შორის პიკასოსა და რუსოს ნახატები მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც სახლის პატრონი დასასვენებლად შვეციაში იმყოფებოდა. ნახატების სადაზღვევო თანხა დაახლოებით მილიონ ევროს შეადგენს.