მიწისძვრამ ტაჯიკეთში უსახლკაროდ დატოვა ათასობით ადამიანი

ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20 000-მდე ადამიანი დარჩა უსახლკაროდ შაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 5,1 იყო, პამირის მთიან რეგიონში მოხდა. საგანგებო მდგომარეობათა და სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტის განცხადებით, სტიქიური უბედურების შედეგად არავინ დაღუპულა. დაზიანებული ან დანგრეულია სახლები მთიანი ბადახშანის რეგიონის რამდენიმე სოფელში.