ონიშჩენკო: რუსეთისთვის ”ბორჯომის” მიწოდების აღსადგენად მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

რუსეთისთვის ქართული მინერალური წყლის ”ბორჯომის” მიწოდების აღსადგენად მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს - განუცხადა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ. მისივე თქმით, ბიზნესის ინტერესის მიუხედავად, ოფიციალურ დონეზე თბილისიდან არანაირი იმპულსი არ იგრძნობა. ონიშჩენკოს განცხადებით, პროდუქციის მიწოდების განახლება ტექნიკურად რთული არ არის.