ირანის მოქალაქეებს მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობა ეკრძალებათ

ირანის მოქალაქეებს ეკრძალებათ თანამშრომლობა მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, მათ შორის რადიო თავისუფების ირანულ სამსახურთან, რადიო ფარდასთან. ირანის სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით სამოცი ორგანიზაცია ჩართულია ეგრეთ წოდებულ „რბილ ომში“ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მისივე თქმით, არეულობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა შარშან ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძირითადად ამერიკასა და ევროპაში დაფუძნებული ამ ორგანიზაციების მიერ იყო წაქეზებული. ირანის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში ასევ მოხვდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია და ამერიკის ხმა.