ისრაელმა მხარი დაუჭირა 24 სახლის მშენებლობას იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში

ისრაელის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა 24 სახლის მშენებლობას ებრაელი ახალმოსახლეებისათვის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლების თქმით, ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება სამშვიდობო გეგმებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიად, რასაც არ იზიარებს ისრაელის ხელისუფლება. პალესტინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მანამ, ვიდრე არ შეწყდება ახალმოსახლეებისთვის სახლების მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთი სანაპიროს სხვა ტერიტორიებზე.