ცუნამმა და მეწყერმა სოლომონის კუნძულების მოსახლეობა უსახლკაროდ დატოვა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა და მეწყერმა წყნარ ოკეანეში მდებარე სოლომონის კუნძულებზე მცხოვრები ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. მიწისძვრის მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7.2 ბალი შეადგინა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტალღების სიმაღლე ათი მეტრს აღწევდა. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი.