რაჭაში ოთხ ბალამდე სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს რაჭაში, ონიდან დაახლოებით ათ კილომეტრში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე, სეისმოლოგთა ცნობით, ოთხ ბალამდე იყო. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სეისმური მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრთან მცირე, უმნიშვნელო ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.