ბაჩო ახალაიას შესაძლო გათავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში ვერ ადასტურებენ

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ბაჩო ახალაიას შესაძლო გათავისუფლების ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. მისი პრეს-სამსახურის ცნობით, ახალაია სამსახურშია და საკუთარ მოვალეობას ასრულებს. თავდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ პარლამენტის კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს ვერ დაუდასტურეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში.