იუშჩენკო ნატოს უკრაინის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შენარჩუნების გარანტიად მიიჩნევს

ვიქტორ იუშჩენკო ნატოში შესვლას უკრაინის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შენარჩუნების საუკეთესო გარანტიად მიიჩნევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებას ლვოვში ყოფნისას განუცხადა. უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები 17 იანვრისთვისაა დანიშნული.