ოპოზიცია სენატორ მაკკეინს შეხვდება

ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას ოპოზიცია ორშაბათს გამართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა და “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა. “ეს თავისუფალი, არაოფიციალური შეხვედრა იქნება. წინასწარ არ არის გაწერილი, რა თემებზე იქნება საუბარი", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ. სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში, კერძოდ ბათუმში ხვალ ჩავა.