ირანის გენერალური პროკურორი დაკავებული აქტივისტების მიმართ მკაცრ ზომებს ითხოვს

ირანის გენრალურმა პოკურორმა, ღოლამ ჰოსეინ ეჯეჰიმ თეირანის პროკურორს, ჯაფარი დოლათაბადის მითითება მისცა, გადაჭრით იმოქმედოს ამასწინანდელი „ამბოხის“ მონაწილეობაში ბრალდებული, დაკავებული პირების მიმართ. საქმე ეხება დეკემბრის ბოლოს საპროტესტო გამოსვლებს, როცა ცხრა დემონსტრანტი მოკლეს.