ირანში ბირთვული ფიზიკის სფეროს პროფესორი მოკლეს

ირანში მოკლეს ბირთვული ფიზიკის სფეროს პროფესორი მასუდ ალი მოჰამადი, რომელიც ირანის ატომურ პროგრამაში იყო ჩართული. მოტოციკლეტზე დამაგრებული, რადიო მოწყობილობით მართვადი ნაღმი ირანელი მეცნიერის სახლის მახლობლად აფეთქდა. ირანის ტელევიზიის ცნობით, მასუდ ალი მოჰამადი „სიონიზმისა და ამერიკის შეერთებული შტატების აგენტებმა“ მოკლეს.