რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკება იანვრის მეორე ნახევარში განახლდება

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკება იანვრის მეორე ნახევარში განახლდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ძველ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2009 წლის 5 დეკემბერს გაუვიდა.