ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთით მომხდარ აფეთქებას ერთი ბრიტანელი სამხედრო ემსხვერპლა. თალიბებთან შეტაკების შედეგად კი, სამი ამერიკელი და ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპნენ.