პედაგოგების ხელფასის ზრდა მათი კვალიფიკაციით განისაზღვრება

როგორც ბათუმში, პედაგოგებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, იგი არ აპირებს მის მიერვე გაუქმებული პედაგოგების ატესტაციის შემოღებას, მაგრამ აუცილებელია მაღალკვალიფიციური პედაგოგი წახალისდეს.
კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, ხელფასის გაზრდა მიებმება მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მის გადამზადებას. მისივე განცხადებით, სახელმწიფო თანხებს დებს განათლების სისტემაში და აუცილებლია, რომ ამან გაამართლოს.