დილის სტუმარი: ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატზე ილაპარაკა და გაიმეორა მის მიერ მანამდე გამოთქმული მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ სამეულის შერჩევა ტიპური შანტაჟია, თუმცა დაამატა, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაშიც აქვს ლავირების უნარი და შეუძლია, ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ოპოზიციისათვის ხელსაყრელ პირობებზე დაითანხმოს.