შვიდი ადამიანი დაიუღუპა ერაყში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად

შვიდი ადამიანი დაიუღუპა ერაყის დასავლეთში მდებარე პროვინცია ანბარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაიჭრა ექვსი ადამიანი. დანაღმული მანქანა ფალუჯიდან ჩრდილოეთით, ქალაქ საქლავიაში აფეთქდა. დაღუპულთა შორის არიან პოლიციელები და სამოქალაქო პირები.