გერმანიაში 185 ქართველი სამხედრო გაემგზავრა

გერმანიაში გაემგზავრა 185 ქართველი სამხედრო, რომლებიც ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე ამერიკულ ბაზაზე ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მოემზადებიან. წვრთნაში მონაწილეობს 31-ე ბატალიონის მესამე ბრიგადის გაძლიერებული ასეული. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გერმანიაში წვრთნის დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან.