თალიბანის ათი მებრძოლი დაიხოცა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში

თალიბანის ათი მებრძოლი დაიხოცა ამერიკის უპილოტო თვითმფრინავის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. ადგილობრივი ტელევიზიის ვარაუდით, დახოცილთა შორის შეიძლება იყოს პაკისტანელი თალიბების ლიდერი ჰაკიმულა მეჰსუდი, თუმცა თავად მოძრაობა თალიბანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეჰსუდმა უშუალოდ სარაკეტო იერიშის წინ დატოვა შენობა და, შესაბამისად, არ დაღუპულა.