სამი ადამიანი დაიღუპა ტაილანდში თავდასხმების შედეგად

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ პროვინცია პატანიში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ორი ბუდისტი ბერი, რომლებიც მოტოციკლით მგზავრობდნენ. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ბუდისტების ოჯახზე: დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგონა. 13 იანვარს კი ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ სამსახურში მიმავალ მუშებს, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა.