გონიოში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა

სოფელ გონიოში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ნაღმი აღმოჩნდა ჯართში, რომელიც ოჯახის წევრმა აჭარაში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაგროვა.