დიმიტრი შაშკინმა ჩასატარებელი რეფორმები დღეს პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნო

საქართველოს განათლების მინისტრმა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩასატარებელი რეფორმები დღეს სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნო. შაშკინმა განაცხადა, რომ რეფორმის მთავარი მიზანია მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ და ატესტატის მნიშვნელობა გაიზარდოს. მინისტრის განმარტებით, 2011 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები, სავარაუდოდ, ათ საგანში ჩატარდება და ზოგადი განათლების დონეს სწორედ მათი შედეგები განსაზღვრავს. დიმიტრი შაშკინის შეფასებით, განათლების სისტემაში საშიში არაფერი ხდება და ცვლილებები მიზნად სკოლის როლის გაზრდასა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას ისახავს.