ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური კანცლერი მიშელინ კალმი-რეი. საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე შვეიცარიელი დიპლომატი პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს-თა მინისტრებთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ომბუდსმენთან შეხვედრებისას იმსჯელებს.