ინგუშეთში აფეთქება მოხდა გაზის მაგისტრალზე

ინგუშეთის ნაზრანის რაიონში კვირას საღამოს აფეთქება მოხდა შიდა ქსელურ გაზის მაგისტრალზე. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ინტერფაქსი იტყობინება რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, აფეთქების ადგილზე წარმოიშვა ხანძარი.