უკრაინის არჩევნებში იანუკოვიჩი და ტიმოშენკო ლიდერობენ

ურაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა პირველად „ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ“. პირველი ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობს რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი. ის სავარაუდოდ ხმების 31,5 პროცენტს დააგროვებს. მას მოსდევს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც, ეგზიტპოლების თანახმად, ხმა მისცა ამომრჩეველთა 27,2 პროცენტმა. მეწარმე სერგეი ტიჰიპკოს - 11,5 პროცენტამდე ექნება. სხვადასხვა მონაცემებით, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 6 პროცენტს დააგროვებს. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, 7 თებერვალს გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური.