სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში რუსეთის რამდენიმე უწყების, მათ შორის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები არიან, ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერის თანაშემწე გენადი ბუკაევი ხელმძღვანელობს. ამავე წყაროს ინფორმაციით, დღეს რუსეთის სამთავრობო დელეგაცია ახალგორის რაიონში იმყოფებოდა.