კალანდაძე: საქართველო მიესალმება უკრაინის მოსახლეობის თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში გააკეთებულ არჩევანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეა და იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას კვლავ მყარი მეგობრული და პარტნიორული კავშირი ექნება. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ყველა არჩევანს, რომელსაც უკრაინის მოსახლეობა თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში გააკეთებს. ამავე ბრიფინგზე კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში არჩევნების მეთვალყურეობისთვის გაგზავნილი პირები პარლამენტის, საკრებულოს, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგნლები არიან. მათი სტატუსის გამო უკრაინის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ გამოთქმული ეჭვისა და ვითარების გასარკვევად გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საპასუხოდ, კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უკრაინელ სამართალდამცავებს ყველა ინფორმაცია მიაწოდოს.