აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის სურსათით ჰაერიდან ამარაგებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გააგრძელებს ჰაიტის ტერიტორიაზე პროდუქტისა და სასმელი წყლის ჰაერიდან ჩაყრას. მიწისძვრით დაზარალებულ რაიოენებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო, ამერიკელი სამხედროები იძულებული გახდნენ პირველადი დახმარების საგნები ვერტმფრენებიდან ჩაეყარათ. გავრცელებული ცნობებით, ჰატის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში გახშირდა ძარცვისა და მარადიორობის შემთხვევები, თუმცა გაეროს მონაცემებით, ვითარება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების ძებნას. უკნასკნელი დღეებში განმავლობაში რამდენიმე ათეულის გადარჩენა მოხერხდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა 200 ათასს მიაღწევს.